პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის გადაწყვეტილებით, 77 პატიმარი სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ორი დღის ვადაში დატოვებს.
ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარე გიორგი მაკასარაშვილმა სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების სამინისტროში გამართული სხდომის შემდეგ განაცხადა.
მაკასარაშვილის თქმით, კომისიამ 400-მდე პატიმრის განაცხადზე იმსჯელა. გათავისუფლებულ პატიმართა შორის ქალი და არასრულწლოვანი მსჯავრდებულები არიან, ასევე, ის პატიმრები, რომლებიც ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის იხდიან სასჯელს.
პირობით ვადაზე ადრე გათავისუფლების კომისიის სხდომა თვეში ერთხელ იმართება.

















