სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომელთა საქმეზე მიმდინარე გამოძიების ფარგლებში,
დღეს დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურატურამ პატიმართა მიმართ არაადამიანურ მოპყრობასა და წამებაში მხილებული კიდევ ორი პირი დააკავა.
პროკურატურის განცხადებით, დაკავებული არიან სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ქუთაისის მე-2 დაწესებულების განყოფილების უფროსი გაგა ლიპარტელიანი და ქუთაისის მე-2 საპყრობილის კონტროლიორი მიხეილ ჩხაიძე. აღნიშნული პირები დანაშაულს ჩადიოდნენ ქუთაისის მე-2 საპყრობილის ტერიტორიაზე.
გამოძიების ამ ეტაპზე სულ, დაკავებულია 18 პირი. დაუსწრებლად წარედგინა ბრალდება და იძებნება ერთი პირი.

















