საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთ ლიდერს, რეჟისორ გოგა ხაინდრავას დაკითხვაზე ისევ დაიბარებენ.
ამის შესახებ საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.
როგორც „ნიუსპრესს“ პროკურატურიდან აცნობეს, ხაინდრავას მიმართ გამოძიებას დამატებითი შეკითხვები აქვს.
„საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული ინფორმაციის საფუძველზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში, გიორგი ხაინდრავას მიმართ გამოძიებას დამატებითი შეკითხვები გააჩნია. ამასთან დაკავშირებით ის კვლავ დაბარებული იქნება დაკითხვაზე“ - ნათქვამია განცხადებაში.
საქართველოს პროკურატურამ 25 სექტემბერს საფრანგეთის ჟანდარმერიისგან მიღებული მასალა გაავრცელა. მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა. ამის შემდეგ ხაინდრავა პროკურატურამ დაკითვაზე დაიბარა. დღეს იგი კიდევ კიდევ ერთხელ დაკითხეს.

















