საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი სასჯელაღსრულების N17 დაწესებულებაში იმყოფებოდა, სადაც იქ განთავსებულ მსჯავრდებულებს გაესაუბრა.
როგორც „ნიუსპრესს“ სახალხო დამცველის აპარატიდან აცნობეს, 13 მსჯავრდებული, „რომლებიც საკუთარ თავს პოლიტპატიმრებს უწოდებენ, 1 ოქტომბრამდე შიმშილობას გეგმავენ“.
სახალხო დამცველის სახელზე მათ განცხადება დაწერეს, რომელშიც აღნიშნავენ, რომ გამოაცხადეს შიმშილობა ამა წლის 26 სექტემბრის 00.00 საათიდან 1 ოქტომბრის დადგომამდე. პროტესტის მიზეზია წამების ცნობილი ფაქტები და სამართლიანი არჩევნების ჩატარების მოთხოვნა.
მსჯავრდებულები, ასევე, მოთხოვენ რუსთავის N17 დაწესებულებაში „Must Carry“-ს პრინციპის გავრცელებას, მათ შორის, არჩევნების შემდგომ პერიოდში.

















