სახალხო დამცველის რწმუნებულებმა შსს დროებითი მოთავსების იზოლატორებში ბოლო დღეების განმავლობაში 13 პირი მოინახულეს,
რომელთაც ადმინისტრაციული პატიმრობა აქვთ შეფარდებული.
სახალხო დამცველის აპარატის პრესსამსახურის ინფორმაციით, თითოეული მათგანი (დაჩი ცაგურიას გარდა), სახალხო დამცველის რწმუნებულებთან საუბრისას აცხადებს, რომ მათ მიმართ ფიზიკურ ან სიტყვიერ შეურაცხყოფას ადგილი არ ჰქონია.
ამასთან, მათივე ცნობით, სახალხო დამცველის აპარატი სწავლობს აღნიშნულ პირთა ადმინისტრაციული დაკავების ფაქტებს, მათ დეტალურ შესწავლას მომავალშიც სახალხო დამცველის აპარატის მხრიდან განსაკუთრებული ყურადღება მიექცევა.
საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მოუწოდებს მხარეებს, წინასაარჩევნო პერიოდში განსაკუთრებული თავშეკავება გამოიჩინონ, რათა აღნიშნულმა მოვლენებმა სახელმწიფოში არსებული სიტუაციის დაძაბვა არ გამოიწვიოს.

















