შსს-ს მიერ დღეს გავრცელებული აუდიომასალა, რომელზეც სამინისტოს განმარტებით, კოალიცია „ქართული ოცნების“ სამტრედიის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის კახი კალაძის საუბარია ჩაწერილი უცნობ პირთან, ქუთაისელ ე.წ. კანონიერ ქურდებთან შეხვედრას შეეხება.
მასალის თანახმად, კახი კალაძე ამბობს, რომ ის სულ, 8 ქურდს შეხვდა და მათ შორის ასახელებს - თელაძეს, ჩაკვეტაძეს, ნემსიწვერაძეს და ვინმე არსენას ბიჭს - ჯემალის.
დღესვე, შსს-მ გაავრცელა რამდენიმე ფარული აუდიოჩანაწერი, რომელშიც სხვადასხვა კრიმინალური პირები ამომრჩევლების ხმების „ქართული ოცნების“ სასარგებლოდ მობილიზებაზე საუბრობენ.
ასევე, სამინისტრომ სატელეფონო საუბრის ჩანაწერი გაავრცელა, რომელშიც, შსს-ს ცნობით, „ქართული ოცნების“ ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი გუბაზ სანიკიძე უშიშროების ყოფილ მინისტრს ვალერი ხაბურძანიას რუსეთში დაკავებული ქუთაისელი ქურდის გათავისუფლებაში დახმარებას სთხოვს.

















