სამტრედიაში კოალიცია „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის უფროსი ავთო თევზაძე დააკავეს.
როგორც „ნიუსპრესის“ იმერთის ბიუროს კორესპონდენტი იუწყება, თევზაძის დაკავება დღეს დილით შტაბშივე მოხდა დაახლოებით 15 სამართალდამცავის მიერ. დაკავების ზუსტი მიზეზი ჯერ უცნობია, თუმცა, კოალიციაში ვარაუდობენ, რომ ის, როგორც ბოლო დღეებში დაკავებული კოალიციის სხვა წევრები, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ბრალდებით დააკავეს.
დაკავებიდან ერთი საათის მანძილზე თევზაძესთან ადვოკატი ვერ ახერხებდა შესვლას. ამჟამად, ის სამტრედიის პოლიციის სამმართველოში იმყოფება.

















