logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
შსს - პოლიცია საარჩევნო კამპანიის მშვიდ და დაცულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს
შსს - პოლიცია საარჩევნო კამპანიის მშვიდ და დაცულ გარემოში ჩატარებას უზრუნველყოფს
11:36 26.09.2012
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო ბოლო პერიოდში განხორციელებულ დაკავებებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს, რომელსაც უცვლელად გთავაზობთ:

„სამწუხაროდ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ძალადობრივი ქცევის შემთხვევებმა, სადაც ხშირად ჩართული იყვნენ პოლიტიკურ პარტიებთან კავშირში შემჩნეული პირები. წინა პერიოდში არსებული მშვიდი გარემოს მიუხედავად, ციხის სკანდალური კადრების გამოჩენის შემდგომ სიტუაცია დაიძაბა და გაჩნდა აგრესიული, დაშინების, მუქარის და ზოგ შემთხვევებში ძალადობრივი ქმედების ფაქტები. მათ შორის იმატა საჯარო მოხელეების და პოლიტიკური პარტიების მხადრამჭერთა მიმართ მუქარებმა და ხშირ შემთხვევებში, თავდასხმის ფაქტებმა ან თავდასხმის მუქარებმა.

მიუხედავად იმისა, რომ მიმდინარე პოლიტიკური აქციების უმეტესობა მშვიდობიან ხასიათს ატარებს, ზოგიერთი პოლიტიკური აქტივისტების ქცევა პრობლემატური გახდა წინა საარჩევნო პერიოდში. ყველა სამართალდამცავს და პოლიციის ოფიცერს მიეცა განკარგულება შეინარჩუნონ სიმშვიდე და მაქსიმალურად თავი შეიკავონ ამ პოლიტიკური თვალსაზრისით აქტიურ პერიოდში. ხსენებული კონფლიქტების უმეტეს შემთხვევებში ძალოვანი სტრუქტურის წარმომადგენლებს არ დაუპატიმრებიათ და დაუკავებიათ არც ერთი პირი, თუმცა, იმ შემთხვევებში, სადაც არსებობდა საშიშროება რომ მომხდარიყო ფიზიკური ძალადობა მოქალაქეების ან ხელისუფლების წარმომადგენლის მიმართ სამართალდამცავები ვალდებული იყვნენ რეაგირება მოეხდინათ, რათა არ გადაზრდილიყო სიტუაცია უფრო სერიოზულ დაპირისპირებაში.

ბოლო დროინდელ საქმეებთან დაკავშირებული მაგალითები:
• მესტიაში, საარჩევნო ადმინისტრაციის ოფიციალურ პირს დაემუქრა და ფიზიკურად თავს დაესხა „ქართულ ოცნება"-სთან კავშირში მყოფი პირი; მხოლოდ მეორე მუქარის ფაქტის შემდეგ მოხდა აგრესორის დაკავება პოლიციის მიერ
• ხარაგაულში „ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ და სცემეს ადგილობრივი გამგებელი.
• ფოთში „ქართული ოცნების" აქტივისტები თავს დაესხნენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტს, რომელსაც ეცვა მაისური „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" სლოგანით
• მოხდა „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ახალგაზრდული ფრთის აქტივისტის დაჭერა „ინფო 9"-ს ოპერატორზე განხორციელებული თავდასხმის გამო

იმ შემთხვევებში, სადაც საქართველოს მოქალაქეების ფიზიკური უსაფრთხოება საშიშროების წინაშე იდგა, პოლიცია ვალდებული იყო მოეხდინა რეაგირება. კიდევ ერთხელ უნდა ითქვას, რომ პოლიცია მაქსიმალურად თავშეკავებულად მოქმედებს იმ სიტუაციებში, სადაც მოქალაქეებს საფრთხე არ ემუქრებათ. მაგალითად, როდესაც კახა კალაძე დაემუქრა პოლიციელებს და მოხდა მათი მანქანის გარშემორტყმა „ქართული ოცნების“ აქტივისტების მიერ, როდესაც მანქანის ზედაპირზე მუშტის რტყმის პარალელურად ეუბნებოდა მათ რომ სამაგიერო მიეზღვებოდათ. პოლიციას არ დაუპატიმრებია ის პირები, რომლების ამ ინციდენტის ინიციატორებად გვევლინებოდნენ. კიდევ ერთი შემთხვევა, რომელიც უკავშირდება კახი კალაძეს - ის მიუძღვებოდა აქტივისტების ჯგუფს სამტრედიის პოლიციის განყოფილების ბლოკირების მიზნით, რა დროსაც შეურაცხმყოფელი სიტყვებით მოიხსენიებდა მათ. ხსენებული ჯგუფიდან დაიკითხა ერთი ყველაზე აგრესიულობით გამორჩეული პირი და გათავისუფლებულ იქნა პოლიციიდან. დემონსტრაცია გაგრძელდა დაკავებებისა და დაპატიმრებების გარეშე.

არცერთი დაკავება არ არის პოლიტიკურად მოტივირებული, არამედ მოხდა რეაგირება გარკვეულ ინციდენტებზე. პოლიცია განაგრძობს კანონის დაცვას და უზრუნველყოფს, რომ ყველა საქართველოს მოქალაქეს და პოლიტიკურ პარტიას ჰქონდეს შესაძლებლობა აწარმოოს საარჩევნო კამპანია მშვიდ და დაცულ გარემოში“- ნათქვამია განცხადებაში.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა