საზოგადოებრივი მოძრაობა „ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთი ლიდერი გოგა ხაინდრავა
ამ წუთებში ვაკის პოლიციაში იმყოფება.
ხაინდრავა, რომელიც საფრანგეთის მიერ საქართველოს პროკურატურისთვის მიწოდებულ კადრებში ფიგურირებს, დაკითხვაზე პროკურატურამ დღეს საღამოს დაიბარა.
ის პოლიციაში ადვოკატ გელა ნიკოლაიშვილთან ერთად მივიდა.
საქართველოს პროკურატურამ დღეს გაავრცელა მასალა, რომელიც მისი თქმით, საფრანგეთის ჟანდარმერიამ მიაწოდა. მასალაში აღნიშნულია, რომ 2011 წლის ნოემბერში გოგა ხაინდრავა საფრანგეთში „კანონიერ ქურდებს“ შეხვდა და მათ საპრეზიდენტო და საპარლამენტო არჩევნებში დახმარება სთხოვა, სანაცვლოდ კი, საქართველოში გავლენის დაბრუნება აღუთქვა.

















