logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ქვემო ქართლის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ძებნილი 2 პირი დააკავა
ქვემო ქართლის პოლიციამ „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირისთვის ძებნილი 2 პირი დააკავა
12:58 27.07.2021
შინაგან საქმეთა სამინისტროს ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 11 ივლისიდან ძებნილი ორი პირი - 1987 წელს დაბადებული ი.გ. და 1992 წელს დაბადებული თ.ჭ. თბილისში მოსამართლის განჩინების საფუძველზე დააკავეს.

ი.გ. „ქურდული სამყაროს“ წევრობის, ხოლო თ.ჭ. „ქურდული სამყაროს“ წევრობისა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობის ბრალდებით იძებნებოდნენ.

დანაშაულები 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიებით დადგინდა, რომ ორივე ბრალდებული აღიარებდა „ქურდულ სამყაროს“ და აქტიური კავშირი ჰქონდა „ქურდული სამყაროს“ სხვა წევრებთან. ასევე დადგენილია, რომ თ.ჭ. და ი.გ. აქტიურად მონაწილეობდნენ ე.წ. ქურდული სამყაროს საქმიანობაში იმ პირებთან ერთად, რომლებიც ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, მიმდინარე წლის 8 ივლისს იქნენ დაკავებული. თ.ჭ., „ქურდულ სამყაროში“ დადგენილი სპეციალური წესების შესაბამისად, აგრეთვე მონაწილეობდა „ქურდულ გარჩევებში“.

ი.გ. სამართალდამცველების მიერ საქართველოს სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობას გულისხმობს, ხოლო თ.ჭ. სსკ-ის 223-ე პრიმა მუხლის პირველი ნაწილითა და 223-ე პრიმა-2 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისთვის იყო ძებნილი, რაც „ქურდული სამყაროს“ წევრობასა და „ქურდულ შეკრებაში“ მონაწილეობას გულისხმობს. ორივე მათგანს ბრალი დაუსწრებლად წარედგინა და სასამართლოს მიერ პატიმრობა შეეფარდა.

დაკავებულები ამჟამად პენიტენციურ დაწესებულებაში არიან მოთავსებული.

სამინისტროს ცნობითვე, ქვემო ქართლის პოლიციის დეპარტამენტისა და რუსთავის რაიონული პროკურატურის თანამშრომლების მიერ ერთობლივად ჩატარებული ექვსთვიანი კომპლექსური ოპერატიული და საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, პასუხისგებაში მიეცა „ქურდულ სამყაროსთან“ კავშირში მყოფი 31 პირი - მათ შორის 25 სამართალდამცველებმა მიმდინარე წლის 8 ივლისს დააკავეს, 4 პირს სასჯელაღსრულების დაწესებულებებში წარედგინა ბრალი, ხოლო 2 პირი - ი.გ. და თ.ჭ. ამავე საქმეზე, სამართალდამცველების მიერ მოპოვებული მტკიცებულებების საფუძველზე იძებნებოდნენ.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა