„ამომრჩეველთა ლიგის“ ერთ-ერთ ხელმძღვანელს გოგა ხაინდრავას პროკურატურა დაკითხვაზე იბარებს. გოგა ხაინდარავა იმ კადრებში ფიგურირებს, რომელიც
ქართულმა მხარემ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიისგან მიიღო.
როგორც საქართველოს მთავარმა პროკურორმა მურთაზ ზოდელავამ დღეს განაცხადა, ფრანგული ჟანდარმერიის მიერ მიწოდებული მასალა მედიას გადაეცა. მასალაში დეტალურადაა საუბარი იმაზე თუ როგორ შედგა კანონიერ ქურდსა და გოგა ხაინდარავას შორის შეხვედრა.
„ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართველი ოპოზიციის წარმომადგენლისა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მყოფ კანონიერ ქურდებს შორის შეთანხმება შედგა, რომელიც მიზნად სახელმწიფოში დესტაბილიზაციასა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და „მხედრიონის“ მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას ისახავს მიზნად“ - აღნიშნა ზოდელავამ.

















