საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოვალეობის შემსრულებელმა ეკა ზღულაძემ და მინისტრის მოადგილემ შოთა ხიზანიშვილმა შსს-ს სამხარეო
სამმართველოები, რეგიონული და რაიონული დანაყოფები დაათვალიერა.
შსს-ს პრესსამსახურის ინფორმაციით, ოთხი დღის განმავლობაში უწყების ხელმძღვანელები თითქმის ყველა დანაყოფში იმყოფებოდა.
ზღულაძემ პოლიციელებთან შეხვედრები მინისტრის რანგში გამართა. მან 8 წლის განმავლობაში მიღწეული წარმატებებისთვის თანამშრომლებს მადლობა გადაუხადა, უახლოესი სამოქმედო გეგმები და პრიორიტებები გააცნო.
„მინდა, ჩემი მადლიერება შეძლებისდაგვარად პირადად მივიტანო ყველა რიგით თანამშრომლამდე. გმადლობთ, რომ ბოლო წლების განმავლობაში ჩვენ ყველამ ერთად შევძელით და ავაშენეთ თვისობრივად ახალი ინსტიტუტი საქართველოში, რომელიც მოსახლოების დიდი ნდობით სარგებლობს. მინდა, ღია და ცნობილი იყოს საზოგადოებისთვის ყველაფერი ის, რასაც ჩვენ ვაკეთებთ, რაზეც აქ კაბინეტებში ვთათბირობთ, რითაც ვამაყობთ და რის გაუმჯობესებას და გაკეთებასაც ვგეგმავთ“-განაცხადა ზღულძემ.
მისივე თქმით, რამდენიმე დღეში ქვეყანაში საპარლამენტო არჩევნებია დაგეგმილი და პოლიციამ მაქსიმალურად მშვიდი გარემო უნდა უზრუნველყოს, სადაც ყველა მოქალაქე თავისუფალი არჩევანის გაკეთებას შეძლებს.
მისივე თქით, შს სამინისტროს ხელმძღვანელობის რეგიონებში ვიზიტებსა და თანამშრომლებთან შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.

















