საქართველოს მთავარი პროკურორის მურთაზ ზოდელავას განცხადებით, მისი უწყება ფლობს საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ გადაცემულ
მასალას, რომელიც საქართველოს ოპოზიციისა და ე.წ. კანონიერი ქურდების კავშირს ასახავს.
„ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მოწოდებული მასალების მიხედვით, ქართული ოპოზიციის წარმომადგენლისა და საერთაშორისო დანაშაულებრივი ქსელის სათავეში მყოფ კანონიერ ქურდებს შორის შეთანხმება შედგა, რომელიც მიზნად სახელმწიფოში დესტაბილიზაციასა და ძალადობრივი მოქმედებების გამოწვევას, კანონიერი ქურდების გავლენის აღდგენას და „მხედრიონის“ მსგავსი დანაშაულებრივი ჯგუფების შექმნას ისახავს მიზნად“ - აღნიშნა ზოდელავამ.
მისი თქმით, პროკურატურას ეს მასალა, იუსტიციის სამინისტროს შუამდგომლობის საფუძველზე, საფრანგეთის სასამართლოს სანქციით გადაეცა.
მისივე თქმით, ფაქტებზე გამოძიება მიმდინარეობს.
პროკურატურამ საფრანგეთის ეროვნული ჟანდარმერიის მიერ მიწოდებული მასალა მედიის წარმომადგენლებს გადასცა.

















