საქალაქო სასამართლომ არასამთავრობო ორგანიზაცია „ლაბორატორია 1918”-ის წევრი ალექსანდრე ცაგარელი 400 ლარიანი ჯარიმის დაკისრების შემდეგ გაათავისუფლა.
თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტზე ალექსანდრე ცაგარელი წუხელ დააკავა.
როგორც შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი, ცაგარელმა პატრულის ეკიპაჟს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
დაკავებულს ბრალი ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166 და 173 მუხლებით წაუყენეს.

















