logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება
სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება
12:38 25.09.2012
სასჯელაღსრულების სისტემაში მიმდინარე მოვლენების გამოსაძიებლად დამოუკიდებელი საგამოძიებო ჯგუფი შეიქმნება.

როგორც დღეს სასჯელაღსრულების მინისტრმა გიორგი ტუღუშმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა, აღნიშნული ჯგუფი ყველა იმ ფაქტს გამოიძიებს, რომელსაც სასჯელაღსრულების სისტემაში ადამიანის უფლებათა დარღვევის კუთხით, ბოლო წლების განმავლობაში ჰქონდა ადგილი.

მისი თქმით, პრეზიდენტისგან გუშინ თანხმობა მიიღო, რომ აღნიშნული ჯგუფი 10 დღის ვადაში დაკომპლექტდეს.

„გუშინ ვესაუბრე პრეზიდენტს და მისგან თანხმობა მივიღე. 10 დღეში ეფექტურ, საგამოძიებო, დამოუკიდებელ ჯგუფს დავაკომპლექტებთ, რომლის შემადგენლობაშიც შევლენ ადამიანის უფლებათა დაცვის ან იურიდიულ საკითხთა კომიტეტების წევრები, ასევე, სასჯელაღსრულების მინისტრი ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ადვოკატი, პროკურორი, რომელსაც ადრე შეხება არ ჰქონია მსგავსი საქმეების წარმოებასთან და შესაბამისი პროფილის არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები“ - განაცხადა ტუღუშმა.

მისივე თქმით, საგამოძიებიო ჯგუფში სათათბირო ხმის უფლებით მიწვეული იქნებიან, როგორც დამკვირვებლები და კონსულტანტები, ასევე, საერთაშორისო ექსპერტები, რომლებიც სამინისტროს ჭეშმარიტების გარკვევაში დაეხმარებიან.

ტუღუშის განცხადებით, საგამოძიებო ჯგუფს სახელმწიფო დააფინანსებს. მას საკმაოდ ფართო მანდატი ექნება.

„ჯგუფი უფლებამოსილი იქნება პირადად აწარმოოს მოკვლევა მთელ რიგ დაწესებულებებში, ასევე, დაუბრკოლებლად შეხვდეს იმ პირებს, რომლებიც მათი ინტერესის საგანი იქნებიან. მიიღონ ახსნა-განმარტებები, როგორც სავარაუდო მსხვერპლის, ასევე, შესაბამისი მოწმეების და სავარაუდო სამართლდამრღვევებისგან“ - აღნიშნა ტუღუშმა.

მისივე თქმით, თუ ჯგუფი საჭიროდ ჩათვლის სისტემაში დასაქმებული რომელიმე პირის უფლებამოსილების შეჩერებას, მოთხოვნა დაკმაყოფილდება.

მინისტრის თქმით, ჯგუფის მუშაობის დასრულების შემდეგ, იგი მასალებს მთავარ პროკურატურას გადასცემს, რომელიც იმ პირთა სისხლის სამართლებრივ დევნას განახორციელებს, რომლებიც გამოძიების პროცესში გამოვლინდებიან.

მისი თქმით, სამინისტროს მთვარი მიზანია, რომ გამოძიების მიმართ მაქსიმალური ნდობა არსებობდეს და არცერთი პირი, ვინც დანაშულს ჩადიოდა, დაუსჯელი არ დარჩეს.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა