იურიდიულ საკითხთა კომიტეტში პარლამენტისთვის ასარჩევად წარდგენილი უზენაესი
სასამართლოს მოსამართლეობის ორი კანდიდატის ქეთევან მესხიშვილის და რევაზ ნადარაიას მოსმენა მიმდინარეობს.
თითოეულ კანდიდატთან გასაუბრებისთვის, კომიტეტის მიერ წინასწარ განსაზღვრული რეგლამენტის თანახმად, ყველა საპარლამენტო პოლიტიკურ ჯგუფს, პარლამენტის უფრაქციო წევრებს, ასევე აკადემიური წრეების და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს გამოყოფილი აქვთ ფიქსირებული დრო.
პროცესს მონიტორინგს უწევს ეუთოს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისის (OSCE/ODIHR) წარმომადგენლობა.
იურდიულ საკითხთა კომიტეტში იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ ასარჩევად წარდგენილი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ცხრა კანდიდატთან გასაუბრების პროცესი 6 ივლისს დაიწყო და 10 ივლისს დასრულდება.