logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
საია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება
საია ხელისუფლებას მოუწოდებს არ დაუშვას ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის ზომების პოლიტიკური ნიშნით გამოყენება
11:11 25.09.2012
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია სასამართლო ხელისუფლებას მიმართავს და მოუწოდებს მას, არ დაუშვას პირის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი და უკანონო აღკვეთა და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი განხილვა სრული ნეიტრალიტეტის საფუძველზე.

საია ბოლო დღეების განმავლობაში ადმინისტრაციული წესით ინტენსიური დაკავების შემთხვევებს ეხმაურება. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ცალკეული პირების ვინაობა და სტატუსი, მათი პოლიტიკური თუ საზოგადოებრივი აქტივობა და ამასთან, დაკავებისა და შემდგომ ეტაპზე, სასამართლოს მიერ ადმინისტრაციული პატიმრობის შეფარდებისას გამოვლენილი გარემოებები, აჩენს ეჭვებს მათ მიმართ გამოყენებული ღონისძიების პოლიტიკურ მოტივაციასთან დაკავშირებით.

როგორც „ნიუსპრესს არსამთავრობო ორგანიზაციიდან აცნობეს, საიას განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ის ფაქტი, რომ ბოლო დღეების განმავლობაში იმატა ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების შემთხვევებმა, რადგან სხვადასხვა წყაროებით, გავრცელებული ინფორმაციით, ქვეყნის რამდენიმე ქალაქში, ბოლო დღეებში 21 სექტემბრიდან 24 სექტემბრამდე პერიოდში პოლიციისთვის დაუმორჩილებლობის მოტივით, ადმინისტრაციული წესით დაკავების 23 შემთხვევა დაფიქსირდა.

მათივე ცნობით, დაკავებულთა ნაწილი ოპოზიციური პოლიტიკური ძალის – „ქართული ოცნების“ წარმომადგენლი ან მასთან დაკავშირებული პირია, მათ შორის: 21 სექტემბერს დაკავებული დავით ფაცაცია და 23 სექტემბერს დაკავებული კახაბერ ჟორჟოლიანი.

დაკავებულებს შორის, ასევე, არიან ბოლო პერიოდში საპროტესტო აქციებში აქტიურად ჩართული პირები, კერძოდ, 22 სექტემბერს დაკავებული დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი, რომელთა ინტერესებს სასამართლოში საია-ს წარმომადგენელი იცავდა.

საია-ს ინფორმაციით, შსს–ს მიერ ბოლო დღეების განმავლობაში ვრცელდებოდა ინფორმაცია იდენტურ გარემოებებში, პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევისა და შეურაცხყოფის მიყენების მოტივით პირთა დაკავების შესახებ. კერძოდ, გავრცელებული ინფორმაცია მიუთითებდა, რომ გარკვეული პირების მხრიდან, ერთ კონკრეტულ დღეს, ადგილი ჰქონდა, ანალოგიურ გარემოებებში ერთი და იგივე სამართალდარღვევის ჩადენას, კერძოდ, საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევაზე პოლიციის რეაგირების შემდეგ, მათთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას.

„დროის მცირე მონაკვეთში, გარემოებებისა და დარღვევის ხასიათის არსებითი დამთხვევები ქმნის ეჭვებს გავრცელებული ფაქტებისა და პოლიციის მიერ გამოყენებული ზომების პოლიტიკურ მოტივაციებთან დაკავშირებით. კოალიცია „ქართული ოცნების“ წარმომადგენელმა საიასთან დაადასტურა, რომ აღნიშნული საფუძვლით, 23 სექტემბერს, დააკავეს „ქართული ოცნების“ წარმომადგენლები, მათ შორის, ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი“- აცხადებენ ორგანიზაციაში და ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საია ბოლო ერთი წლის განმავლობაში უთითებდა და კვლავაც იმეორებს, რომ ადმინისტრაციული პატიმრობის არსებული ფორმით მოქმედება ეწინააღმდეგება სამართლიანი სასამართლოს უფლების ყველა გარანტიას. ამასთან, როგორც გაუმართავი საკანონმდებლო ბაზა, ისე ამ მიმართულებით სასამართლოების მიერ განვითარებული არაჯანსაღი პრაქტიკა, ადმინისტრაციული პატიმრობის მექანიზმს სამართალდამცავი ორგანოების ხელში არსებულ შეუზღუდავ ძალაუფლებად აქცევს.

არასამთავრობო ორგანიზაციის განმარტებით, განსაკუთრებულად სახიფათოა ის გარემოება, რომ ასეთ ვითარებაში სასამართლო ვერ ასრულებს მაკონტროლებლისა და ადამიანის უფლებათა დაცვის გარანტის ფუნქციას. უფრო მეტიც, სასამართლო ძალოვანი უწყებების მიმართ გამოვლენილი სრულიად დაუსაბუთებელი ნდობითა და ლოიალურობით, აფერხებს მართლმსაჯულების სათანადო განხორციელებას, რაც პრაქტიკულად უკონტროლოსა და თვითნებურს ხდის ადმინისტრაციული წესით პირთა დასჯის შემთხვევებს. აღნიშნული კი, თავისთავად ცხადია, ვერ ქმნის ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის მექანიზმის პოლიტიკური ნიშნით გამოყენების პრევენციასაც.

მათივე ცნობით, ბოლო დღეების განმავლობაში განვითარებულმა მოვლენებმა, კიდევ ერთხელ დაადასტურა, სასამართლოების მიერ არჩეული ფორმალური და პასიური როლი ადმინისტრაციული პატიმრობის საქმეების განხილვაში. საქმეთა იმ ნაწილში, რომელშიც პასუხისგებაში მიცემული პირის ინტერესებს საიას წარმომადგენელი იცავდა, დამატებით დაფიქსირდა სასამართლოების მიერ კანონის არასწორი ინტერპრეტაციის შემთხვევები, რამაც დაცვის უფლების უხეში დარღვევა გამოიწვია. საია დაცვის უფლებას ახორციელებდა დავით ფაცაციას, დაჩი ცაგურიასა და კახაბერ ჟორჟოლიანის საქმეებზე. არც ერთ ამ საქმეში სასამართლომ დაცვის მხარეს არ მისცა მოწინააღმდეგე მხარისთვის შეკითხვების დასმის უფლება, რამაც მნიშვნელოვნად შეზღუდვა დაცვის უფლების განხორციელება. ამ საქმეებში, მოწმის სახით პოლიციელის დაკითხვის გარდა, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული არ იქნა დაცვის მხარის მიერ დაყენებული არცერთი შუამდგომლობა მოწმეთა დაკითხვის შესახებ. სასამართლომ ასევე უარი განაცხადა შემთხვევის ადგილას არსებული და სავარაუდოდ მნიშვნელოვანი მტკიცებულების შემცველი, ვიდეოფირებისა და სხვა ტიპის ჩანაწერების ამოღებასა და განხილვაზე. ამგვარ ქმედებებთან ერთად, სასამართლოს მიერ გამოვლენილმა პასიურობამ პოლიციელების მხრიდან დაფიქსირებულ წინააღმდეგობებსა და შეუსაბამობებზე, კიდევ უფრო გაამძაფრა ეჭვები, ამ საქმეებში, ადმინისტრაციული პატიმრობის გამოყენების მოტივაციასა და ინტერესზე.

არსებული ვითარებისა და იმ რისკის გათვალისწინებით, რაც ადმინისტრაციული პატიმრობის პოლიტიკური მოტივაციით გამოყენების შესაძლებლობას უკავშირდება, საია კიდევ ერთხელ მოუწოდებს ყველა რელევანტურ უწყებას უარი თქვან, ადამიანის უფლებებთან წინააღმდეგობაში მყოფი მექანიზმის გამოყენებაზე. ამასთან, საია განსაკუთრებულად მიმართავს სასამართლო ხელისუფლებას და მოუწოდებს მას, არ დაუშვას პირის თავისუფლების თვითნებური, დაუსაბუთებელი და უკანონო აღკვეთა და უზრუნველყოს საქმის სამართლიანი განხილვა სრული ნეიტრალიტეტის საფუძველზე.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა