საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, გატარებული ოპერატიულ-სამძებრო
ღონისძიებების და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, მარკირებას დაქვემდებარებული აქციზური საქონლის აქციზური მარკის გარეშე შენახვა-რეალიზაციის ფაქტზე, ერთი პირი დააკავეს. 
ჩხრეკის შედეგად ამოღებულ იქნა სარეალიზაციოდ განკუთვნილი 367 ცალი „STIX“-ის ფირმის ნიკოტინის შემცველი უაქციზო ელექტრო სიგარეტი. ამოღებული საქონლის ჯამური  საბაზრო ღირებულება შეადგენს 7 340 ლარს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 4-დან 6 წლამდე ვადით.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












