logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
რუსთავის N6 დაწესებულებაში 6 პატიმარი მათ მიმართ ძალადობის ფაქტების გამოძიებას შიმშილობით მოითხოვს
რუსთავის N6 დაწესებულებაში 6 პატიმარი მათ მიმართ ძალადობის ფაქტების გამოძიებას შიმშილობით მოითხოვს
21:05 24.09.2012
რუსთავის სასჯელაღსრულების N6 დაწესებულებაში ექვსი მსჯავრდებული შიმშილობს და მათ მიმართ წარსულში მომხდარი ფიზიკურ ზეწოლის ფაქტების გამოძიებას მოითხოვს.

ამის შესახებ სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფის მიერ რუსთავის N6 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში ჩატარებული საგანგებო მონიტორინგის შედეგად გახდა ცნობილი.

კერძოდ, დაწესებულების N84 საკანში განთავსებული მსჯავრდებულები: ლაშა კვანტალიანი, ბესიკ იობიძე, ბექა ესებუა, კახა გაგიშვილი, შალვა ახვლედიანი და ვალოდია გასოიანი, მათივე განცხადებით, 23 სექტემბრიდან შიმშილობენ.

მსჯავრდებულების თქმით, მათ მიმართ სხვადასხვა დროს ქსნის N15 (ყოფილი N7), რუსთავის N16, ქუთაისის N2 და N18 სამკურნალო დაწესებულებებში განხორციელდა ფიზიკური ზეწოლა და მოითხოვენ მათ გამოძიებას.

„პროტესტის შიმშილობით გამოხატვის გარდა, 22 სექტემბერს ლაშა კვანტალიანი და ბესიკ იობიძე საკერავი ძაფით ზედა კიდურებით ერთმანეთს მიეკერენ, ხოლო დანარჩენი ოთხი -ზედა კიდურებით საწოლზე მიეკერა“ - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის განცხადებაში.

მსჯავრდებულები მოითხოვენ პროკურატურის წარმომადგენლებთან შეხვედრას და სასჯელაღსრულების დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომლების დავით ჭაკუას, რობერტ არაქელოვის, ალეკო მუხაძის, გოგა ბუთლიაშვილის, ლევან ლეჟავას, გიორგი კოხრეიძის, ვაჟა ცხვედიანის, დავით მუმლაძის, დათო ნარსიას, რომა რობაქიძის (ტურა), ალადაშვილის, ვინმე ალექსას, ხონსკის და ილოს დასჯას.

მათივე თქმით, უკანასკნელი დღეების განმავლობაში დაწესებულების ადმინისტრაციის მხრიდან მათ მიმართ არასათანადო მოპყრობის ფაქტებს, თუ სხვა რაიმე სახის ზეწოლას ადგილი არ ჰქონია.

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა