გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა სამეგრელოში 2 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლების მიერ, ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარები გამოვლენილია ქალაქ მარტვილში და მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ დიდ ჭყონში.
მოქალაქეებს სახერხი დანადგარები საცხოვრებელი სახლების ეზოებში ჰქონდათ განთავსებული. ტერიტორიებიდან ასევე ამოღებულია 1.4 კუბური მეტრი მუხისადა 3.82 კუბური მეტრი წიფლის სახეობისპირველადი გადამუშავების პროდუქტი - ჩამოუგანავიფიცარი და 4 ერთეული სხვადასხვა სახეობისმრგვალიხე-ტყე - მორი.
ვინაიდან ორივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით შესაბამის უწყებაში გადაიგზავნა.