ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საგადასახადო მონიტორინგის 
დეპარტამენტის მონიტორინგის სამმართველოს თანამშრომლებმა, ქუთაისსა და გარდაბანში  განხორციელებული ღონისძიებების შედეგად, 474 კოლოფი უაქციზო თამბაქოსა და 8 ლიტრი უაქციზო ალკოჰოლური ნაწარმის მართლსაწინააღმდეგო შენახვა-გადაზიდვის 3 ფაქტი გამოავლინეს.
საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 192-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კანონდამრღვევ მოქალაქეებს ჩამოერთვათ უაქციზო საქონელი. 2 ფაქტზე, სამართალდამრღვევი პირების მიმართ ადმინისტრაციული ს.კ-ის 1552 მუხლის შესაბამისად შედგა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები და საქმის მასალები  სასამართლოს ქვემდებარეობის მიხედვით გადაეგზავნა.
ხოლო 1 ფაქტზე, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 271-ე მუხლის მე-7 ნაწილის შესაბამისად, საქმის მასალები საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეგზავნა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












