logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას": კეზერაშვილს დააბრუნებინეთ ჯარისგან მოპარული, ნაძარცვი ფული, რომლითაც დღეს აქტიურად აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში, მათ შორის ტელევიზიებს და არაერთ პარტიას
ირაკლი ღარიბაშვილი „ნაცმოძრაობას": კეზერაშვილს დააბრუნებინეთ ჯარისგან მოპარული, ნაძარცვი ფული, რომლითაც დღეს აქტიურად აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში, მათ შორის ტელევიზიებს და არაერთ პარტიას
02:07 26.06.2021
ბატონო დევი, სიმართლე გითხრათ, არ ვგეგმავდი თქვენთან პოლემიკაში შემოსვლას და არც წარმომედგინა, რომ ამ კითხვას დამისვამდით, რადგან თქვენ ძალიან კარგად იცით, რომ მეც ბევრი რამ ვიცი თქვენს შესახებ, მათ შორის წინა ხელისუფლების დროს ჩადენილ დანაშაულებზე და მით უმეტეს, როდესაც საქმე ეხება ჯარს, თქვენ უნდა გახსოვდეთ, რომ ძალიან კარგად ვიცი, რა ხდებოდა ჯარში წინა ხელისუფლების დროს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში, დეპუტატ დევი ჭანკოტაძის მიერ დასმული კითხვის საპასუხოდ განაცხადა.

მთავრობის მეთაურმა წინა ხელისუფლების დროს თავდაცვის უწყებიდან ოფშორში გადარიცხულ თანხებზე ისაუბრა, რომლის ნაწილი, უწყებას დღემდე ვალად ადევს.

„მე რომ მეკითხებით, რა ხდება ჯარში, კორუფცია და ა.შ საზოგადოებას შევახსენებ, რომ პროკურატურაშია მთელი საქმეები, განაჩენები დადგა, ხალხი დაიჭირეს, აქ არის ბატონი ირაკლი ბერაია, შეგიძლიათ, სთხოვოთ მას, გააკეთოს განხილვა, მოვიდეს მაშინდელი მმართველობა, მოქმედი მინისტრი და მისი მოადგილეები და გაჩვენებენ, რამხელა ზიანი მიაყენეს, უშუალოდ თქვენ არა, ვიცი თქვენ რა სტატუსიც გქონდათ, მაგრამ წინა ხელისუფლებამ, კერძოდ, ბატონმა კეზერაშვილმა და მისმა მძარცველმა პოლიტიკამ ჯარს. მილიარდი ლარია ჩამოწერილი და მილიარდი ლარის არც იარაღია შემოსული, არც ფულია დაბრუნებული. 260 მილიონი ლარი ჯერ კიდევ ვალად ადევს სამინისტროს. ოფშორებში გადარიცხული 30-40-50 მილიონი. მე ფაქტებით გესაუბრებით.

მაინტერესებს, თქვენ, როგორც ყოფილ სამხედროს, გენერალ კაცს, რა რეაქცია გაქვთ ასეთ მძიმე დანაშაულზე, როდესაც ჯარს გაძარცვავ, როდესაც ჯარისთვის განკუთვნილ ფულს წაიღებ, ჯიბეში ჩაიდებ და არც შეიარაღებას მოიტან, არც ფულს დააბრუნებ, რა რეაქცია გექნებათ მაგის შემდეგ, ძალიან მაინტერესებს. თქვენ აქ დღგ-სა და 700 მილიონზე დემაგოგობთ, ეს არის ტყუილი, დასჯილია 240 კაცი, თანხებიც დააბრუნეს. თქვენ დააბრუნეთ მილიარდი ლარი, კეზერაშვილს დააბრუნებინეთ, რომელიც მოპარული, ნაძარცვი ფულით დღეს აქტიურად აფინანსებს პოლიტიკას საქართველოში, მათ შორის ტელევიზიებს და არაერთ პარტიას", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა