თბილისში, ბარათაშვილის ხიდის და ორბელიანის მოედნის (კოლმეურნეობის) მიმდებარე ტერიტორიაზე ამ წუთებში პოლიციაა მობილიზებული.
ხიდთან, ასევე, იმყოფება შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე შოთა ხიზანიშვილი.
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, სიმართლეს არ შეესაბამება გავრცელებული ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე სპეციალური დანიშნულების რაზმია მობილიზებული.
მისი თქმით, იქ პოლიცია იმყოფება, რომელმაც აქციის მონაწილეებს გზის სავალი ნაწილის გათავისუფლება სთხოვა.
თბილისის იუსტიციის სახლი სანაპიროზე, ყოფილი ე.წ კორტების ტერიტორიაზე აშენდა, სადაც სტუდენტთა მასშტაბური აქცია მიმდინარეობს. შესაბამისად, პოლიცია მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფება, მათ შორის, ორბელიანის მოედნისა და ბარათაშვილის ხიდის მახლობლად.
აქციის მონაწილეების ნაწილი უნივერისტეტისკენ მსვლელობას აპირებს, ნაწილი კი, ჯერ ისევ ადგილზე რჩება.

















