გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აჭარისა და გურიის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აჭარაში
3 უკანონო სახერხი საამქრო გამოავლინეს.
ლენტური ტიპის დაურეგისტრირებელი სახერხი დანადგარები ამოღებულია შუახევის მუნიციპალიტეტის სოფელ წელათში და ხულოს მუნიციპალიტეტის  სოფლებში: წინწკილაძეებსა და განახლებაში.
მოქალაქეებს უკანონო სახერხი დანადგარები საკარმიდამო ეზოებში და საგანგებოდ მოწყობილ შენობებში ჰქონდათ განთავსებული.
სამივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს; მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












