სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ცვლილებების პროექტს პარლამენტი მუხლობრივად
მეორე დღეა იხილავს.
თუ ჩხრეკა ან ამოღება ანონიმური შეტყობინების ან „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ" კანონით განსაზღვრული ინფორმაციის მიმწოდებელი წყაროსგან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარდა, ამოღებული უკანონო საგანი, ნივთი ან ნივთიერება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედება, თუ პირის მიერ მათი ფლობა, შესაბამისი საგამოძიებო მოქმედების ოქმის გარდა, დასტურდება სხვა მტკიცებულებითაც.
„კანონპროექტის შემუშავებით ჩვენ ვასრულებთ საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას სწორად და ზედმიწევნით", -განაცხადა იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ანრი ოხანაშვილმა.