logo2
logo2
არქივი
« ნოემბერი 2025 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
logo2
logo2
სახალხო დამცველის აპარატი მთავარ პროკურორს მიმართავს
სახალხო დამცველის აპარატი მთავარ პროკურორს მიმართავს
13:39 24.09.2012
ქსნის სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მყოფი პატიმრების განცხადებით, სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მათი წამების დროს ზოგჯერ ელექტროშოკიც გამოიყენებოდა.

ამის შესახებ 526-მსჯავრდებული იმ ახსნა-განმარტებაში ყვება, რომელიც სახალხო დამცველის სახელზე კოლექტიურად დაწერა.

აღნიშნულ ახსნა-განმარტებაში პატიმრები ციხის იმ თანამშრომლების ვინაობასაც ასახელებენ, ვინც მათ წამებაში უშუალოდ მონაწილეობდნენ.

როგორც სახალხო დამცველის ვებ-გვერდზეა ნათქვამი, ომბუდსმენის სპეციალურმა პრევენციულმა ჯგუფმა 2012 წლის 21 სექტემბერს ქსნის N15 სასჯელაღსრულების დაწესებულებაში საგანგებო მონიტორინგი განახორციელა, ჯგუფის წევრები გაესაუბრნენ დაწესებულების ყველა ნაწილში განთავსებულ მსჯავრდებულებს.

როგორც პატიმრები ახსნა-განმარტებაში ყვებიან, მათ მიმართ რეგულარულად ხორციელდებოდა არასათანადო მოპყრობა, ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა. მათ სჯიდნენ ნებისმიერი წვრილმანისთვის, ხშირად უმიზეზოდაც. დასჯის მიზნით სამარტოო საკანში გადაყვანის წინ მსჯავრდებული გადაყავდათ ადმინისტრაციის შენობაში არსებულ სავარჯიშო ოთახში, სადაც სცემდნენ, აბამდნენ ხელბორკილებით გათბობის მილზე, ზოგჯერ იყენებდნენ ელექტროშოკს, ემუქრებოდნენ გაუპატიურებით. დაწესებულებაში ახლადმიღებული მსჯავრდებულების საკნებში განაწილებამდე მათ ათავსებდნენ აბანოში, სადაც ისინი რამდენიმე დღეს ატარებდნენ. იქ მათ აყენებდნენ მუხლებზე, პარსავდნენ თავს და აყენებდნენ სიტყვიერ შეურაცხყოფას.

მსჯავრდებულების თქმით, აბანოდან ისინი სათითაოდ გაჰყავდათ ადმინისტრაციის შენობაში ან საკანში და აიძულებდნენ ხელის მოწერას თანამშრომლობაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში, სცემდნენ, ემუქრებოდნენ სასჯელის დამატებით და ოჯახის წევრებზე ზეწოლით.

ახსნა-განმარტებიდან ირკვევა, რომ მსჯავრდებულების ყოველდღიური ყოფა ქსნის დაწესებულებაში მძიმე იყო. მათ არ აძლევდნენ ნორმალურად კვების საშუალებასაც კი, კერძოდ, აჩქარებდნენ და არ ასრულებინებდნენ სადილს, სასადილოში დალაპარაკებისთვის სჯიდნენ, რაც გამოიხატებოდა იმაში, რომ უკრძალავდნენ ადგილიდან ადგომას და ასე ტოვებდნენ მთელი დღის განმავლობაში. ნებისმიერ ამინდში ყოველდღიური შემოწმების ჩატარებისას, მსჯავრდებულებს აიძულებდნენ, საათობით მდგარიყვნენ ეზოში ღია ცის ქვეშ, ხოლო შემოწმების დაწყებას სპეციალურად აგვიანებდნენ, რათა მსჯავრდებულები რაც შეიძლება დიდხანს მდგარიყვნენ წვიმაში ან სიცხეში.

მსჯავრდებულების განცხადებით, მათ ცემაში და მათ მიმართ სხვა სახის არასათანადო მოპყრობაში მონაწილეობნენ შემდეგი თანამშრომლები - დირექტორი შოთა თოლორდავა, დირექტორის მოადგილე ბაჩო რუხაია, გიორგი ფარჯანაძე, მამუკა შალამბერიძე, ლევან ლეჟავა, დიმა ჩხეიძე, ნუკრი კოპალიანი, ვინმე ამბროსი, რაჯი, აკაკი კირკიტაძე, აკაკი მეტსახელად „ჩეპე“, სანდრო, ვიტალი მეტსახელად „ადამიჩი“, რომანი, ჯამბულ ბაირამოვი, ილო, თამაზი მეტსახელად „ჩელენტანო“, ფარნა, ძმები ბადრი და ნუკრი. ამასთან მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ ეს სია არ არის ამომწურავი და სხვა თანამშრომლების სახელები არ იციან, თუმცა, სახეზე სცნობენ.

მსჯავრდებულები აღნიშნავენ, რომ თითოეული მათგანი მზადაა, დეტალური ჩვენება მისცეს გამოძიებას.

საქართველოს სახალხო დამცველის სპეციალური პრევენციული ჯგუფი აღნიშნულ ახსნა-განმარტებას დღეს რეაგირებისთვის გადასცემს საქართველოს მთავარ პროკურატურას.

აღსანიშნავია, რომ იმავე დაწესებულების სხვა ნაწილის მსჯავრდებულებმა ამა წლის აგვისტოში გადასცეს სახალხო დამცველის წარმომადგენლებს კოლექტიური ახსნა-განმარტება, რომელსაც ხელს აწერდა 700-ზე მეტი მსჯავრდებული და რომელშიც ისინი ასევე საუბრობდნენ მათ მიმართ ფიზიკური და სხვა სახის ზეწოლის ფაქტებზე და ასახელებდნენ იმავე თანამშრომლებს, თუმცა, აღნიშნულს დღემდე პროკურატურის მხრიდან არანაირი რეაგირება არ მოყოლია. იგივე შეიძლება ითქვას იმავე დაწესებულების 161 მსჯავრდებულის კოლექტიურ საჩივარზე, რომელიც სახალხო დამცველმა 2010 წელს გადასცა საქართველოს მთავარ პროკურატურას.

საქართველოს სახალხო დამცველის აპარატი მიმართავს საქართველოს მთავარ პროკურორს, მაქსიმალურად სწრაფად და ეფექტურად გამოიძიოს ქსნის N15 დაწესებულების მსჯავრდებულთა მიმართ არასათანადო მოპყრობის ყველა აღნიშნული ფაქტი.



FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა