ღონისძიება საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძემ
და ევროპის საბჭოს საქართველოს ოფისის უფროსის მოადგილემ, ვაჰაგ მურადიანმა გახსნეს.
სახელმძღვანელო სამი ნაწილისაგან შედგება: არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების ფსიქოლოგიური ასპექტები; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულება - ეროვნული კანონმდებლობა; არასრულწლოვანთა მართლმსაჯულებასთან დაკავშირებული საერთაშორისო სტანდარტები და მიდგომები.
შინაგან საქმეთა სამინისტროსთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულებაა მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში არასრულწლოვანთა საუკეთესო ინტერესების დაცვა და მათი მონაწილეობით მიმდინარე სამართალწარმოების ეფექტიანობის ამაღლება. არასრულწლოვნის ინტერესებზე მორგებული გარემოს შექმნისთვის მუშაობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.
სახელმძღვანელო მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია, რომელიც დაინერგება უწყების ყოველდღიურ საქმიანობაში და ხელს შეუწყობს გამომძიებლების საქმიანობას არასრულწლოვნებთან დაკავშირებით მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში.
სახელმძღვანელო ევროპის საბჭოს პროექტის - "არასრულწლოვან და სრულწლოვან თავისუფლებააღკვეთილ პირთა მხარდაჭერა (JADES)" - ფარგლებში შემუშავდა.
აღნიშნული პროექტი საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან მჭიდრო თანამშრომლობითა და ევროპის საბჭოს მხარდაჭერით, 2019 წლიდან ხორციელდება. პროექტის მიზანია პოლიციელებისა და გამომძიებლების სათანადოდ მომზადება არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების განხორციელებისას.