ფოთში, მალთაყვას სანაპიროზე 26 წლის ახალგაზრდის სამძებრო სამუშაოები მიმდინარეობს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ახალგაზრდა, რომელიც ზღვაზე მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა წელამდე წყალში იყო, რა დროსაც იგი დინებამ გაიტაცა.
მალთაყვას სანაპიროზე გვიან ღამემდე მუშაობდნენ სამაშველო და სასწრაფო სამედიცინო სამსახურის თანამშრომლები. სამძებრო სამუშაოებში მაშველებთან ერთად ჩართულია სპეციალური ტექნიკაც.