ბათუმში, ეგრედწოდებული "მაგნოლიას" საცხოვრებელი კორპუსიდან 30 წლამდე ქალი
გადმოვარდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ქალი ბათუმში დასასვენებლად 2 დღის წინ ჩავიდა. 
მომხდარის მიზეზები ჯერ-ჯერობით უცნობია.
დაშავებული შემთხვევის ადგილიდან ბათუმის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს. ის რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. მისი მდგომარეობა მძიმეა.
მომხდართან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გვიან ღამემდე მიმდინარეობდა.
                
                          
                        
                        
                        
                             
                        
                        
                        
                        
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                
                                



                       
                                    
                                    
                                    
                                    
                                    
                                    












