შინაგან საქმეთა სამინისტრო საჯარო მოხელეების, მათ შორის პოლიციის თანამშრომლების მოსყიდვისა და მოსყიდვის მცდელობის ფაქტების გამოვლენის შესახებ იუწყება.
სამინისტროს ინფორმაციით, აღნიშნულის გამო დაკავებული არიან გიორგი ღერკერაშვილი, გიორგი ძოწენიძე, კობა სამხარაძე და პოლიციის თანამშრომელი რომან მაისურაძე. მოსყიდვის ერთ-ერთ ფაქტზე ამოღებულია პოლიციელისთვის შეთავაზებული 50 ათასი აშშ დოლარი.
სამინისტრო განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით გამოძიება სხვა პირების მიმართაც მიმდინარეობს.
„იმის გამო, რომ მოსყიდვის ერთ-ერთ საქმეში პარლამენტის წევრობის კანდიდატი ალეკო ტაბატაძე ფიგურირებს, შინაგან საქმეთა სამინისტრო შესაბამის მასალას შემდგომი რეაგირებისთვის საქართველოს მთავარ პროკურატურას გადასცემს“ - აღნიშნავენ სამინისტროში.

















