სასჯელაღსრულების დაწესებულებებს საპატრულო პოლიცია დღეს დატოვებს.
სასჯელაღსრულების მინისტრის გიორგი ტუღუშის განცხადებით, სასჯელაღსრულების სისტემა სრულად კონტროლდება.
მისივე თქმით, პატიმართა საცხოვრებელი პირობებიც თანდათან გაუმჯობესდება.
მინისტრის თქმით, ცვლილებები გლდანის სასჯელაღსრულების მერვე დაწესებულების პარალელურად ყველგან ეტაპობრივად განხორციელდება და სისტემის რეფორმირება გაგრძელდება.
„რეფორმას ფრაგმენტული ხასიათი ნამდვილად არ ექნება და ეს მხოლოდ გლდანის დაწესებულებას არ შეეხება. სისტემაში დღეს არის რამდენიმე ვაკანსია და გაჩნდება გაცილებით მეტი, ვაპირებთ ეს სისტემა ახალი ღირსეული თანამშრომლებით დავაკომპლექტოთ. პატრული სასჯელაღსრულების დაწესებულებებს ტოვებს“ - განაცხადა ტუღუშმა.
საპატრულო პოლიცია პენიტენციალურ სისტემაში 19 სექტემბერსს, მას შემდეგ შევიდა, რაც სასჯელაღსრულების დაწესებულებებში პატიმართა წამებისა და მათზე ძალადობრივი ქმედებების ამსახველი ვიდეომასალა გავრცელდა.

















