გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის
თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 5 ფაქტი გამოავლინეს.
თეთრიწყაროს, მარნეულისა და წალკის მუნიციპალიტეტების სოფლების - ალექსეევკას, კასუმლოს, შაუმიანისა და განთიადის მიმდებარედ, მოქალაქეები შესაბამისი დოკუმენტაციების გარეშე ახდენდნენ უკანონოდ მოპოვებული, ჯამში 7 კუბურ მეტრამდე წიფლისა და მუხის სახეობის საშეშე მერქნის ტრანსპორტირებას.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ქვემო ქართლის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ავტომანქანები და მათზე განთავსებული ხე-ტყე დალუქეს, სამართალდამრღვევების მიმართ კი, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებს გადაეგზავნა.