ქუთაისში მეტალურგიული ქარხნის თანამშრომელი სიმაღლიდან ჩამოვარდა და გარდაიცვალა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, 60 წლამდე მამაკაცი სიმაღლიდან ჩამოვარდა, რის შემდეგაც მას ამწემ გადაუარა.
მამაკაცი ადგილზევე დაიღუპა.
ცხედარი სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროშია გადასვენებული.
მომხდართან დაკავშირებით მიმდინარეობს გამოძიება.