შინაგან საქმეთა სამინისტროს ხაშურის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა იაგო ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე დააკავეს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია ნათქვამი, იაგო ქიტიაშვილი და გიორგი ნოზაძე პოლიციელის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებული.
განცხადების თანახმად, გომი - საჩხერის საავტომობილო გზის მე-10 კილომეტრზე საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების წესების დარღვევისთვის პოლიციამ „ვაზ-2106“ მარკის ავტომანქანქანა, რომელსაც იაგო ქიტიაშვილი მართავდა, გააჩერა. მძღოლმა და მისმა მგზავრმა საბუთები არ წარმოადგინეს და სიტყვიერი პოლიციის თანამშრომლებს შეურაცხყოფა მიაყენეს. ამის შემდეგ ისინი ადმინისტრაციული წესით დააკავეს.
ქარელის რაიონული სამმართველოს თანამშრომლებმა კი, ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი დააკავეს.
შსს-ს განცხადების თანახმად, ზვიად იმერლიშვილი და ილია ქელეხსაშვილი პოლიციის კანონიერი მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობისთვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით არიან დაკავებულები.
ზვიად იმერლიშვილი ავტომანქანას უსაფრთხოების ღვედის გარეშე მართავდა. ის პოლიციის თანამშრომლებმა გააჩერეს და აღნიშნული სამართალდარღვევის და შესაბამისი ადმინისტრაციული სახდელის შესახებ აცნობეს. ჯარიმის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ ზვიად იმერლიშვილმა და ილია ქელეხსაშვილმა პოლიციელებს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს, არ დაემორჩილნენ და წინააღმდეგობა გაუწიეს. ამის შემდეგ ისინი პოლიციის თანამშრომლებმა ადმინისტრაციული წესით დააკავეს.

















