გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის აღმოსავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა ხე-ტყის უკანონო ტრანსპორტირების 12 ფაქტი გამოავლინეს.
ხაშურის მუნიციპალიტეტის სოფლებში, პატრულირების დროს, გადამოწმების მიზნით შეჩერებული ავტომანქანების ძარაზე, ჯამში 280 ერთეული სხვადასხვა სიგრძისა და სახეობის დაუფირნიშებელი მორი იყო განთავსებული.
მძღოლებმა ვერ წარმოადგინეს ხე-ტყის წარმოშობის დოკუმენტები. შედგა შესაბამისი ოქმები, ავტომანქანები დაილუქა.