შინაგან საქმეთა სამინისტროს მესტიის რაიონის სამმართველოს თანამშრომლებმა კაპიტონ (კახა) ჟორჟოლიანი დააკავეს.
როგორც შსს-ს განცხადებაშია აღნიშნული, კაპიტონ ჟორჟოლიანს ბრალი ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლით წაუყენეს.
განცხადების თანახმად, კაპიტონ ჯორჯოლიანმა მესტიის საოლქო საარჩევნო კომისის წევრ არჩილ სოფრომაძეს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა.
ზუგდიდის რაიონულმა სასამართლომ კაპიტონ ჯორჯოლიანს 40 დღიანი ადმინისტრაციული პატიმრობა მიუსაჯა.
ჯორჯოლიანის სასამართლოში გადაყვანის დროს მოქალაქეების გარკვეულმა ჯგუფმა პოლიციის ავტომანქანას, სადაც ჯორჯოლიანი იმყოფებოდა, ალყა შემოარტყა, გადაადგილების საშუალებას არ აძლევდა და პოლიციას წინაარმდეგობას უწევდა.
პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტზე საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლითაა აღძრული. გამოძიებას მესტიის რაიონული სამმართველო აწარმოებს.
ჟორჟოლიანი საარჩევნო ბლოკ „ბიძინა ივანიშვილი-ქართული ოცნების“ მესტიის საარჩევნო ოლქის წარმომადგენელია.

















