საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ სამართალდამცავებს პოლიციის დღე მიულოცა და
მათი პროფესიის მნიშვნელობაზე, ასევე დღეს გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრა.
მისი თქმით, პოლიციელები საკუთარი სიცოცხლის ფასად, იცავენ მართლწესრიგს და უზრუნველყოფენ ჩვენს უსაფრთხოებას.
„დღეს ჩვენ ვიხილეთ ძალიან ლამაზი ღონისძიება - იმ ადამიანების დაჯილდოება, რომლებიც საკუთარი სიცოცხლის ფასად, ყოველდღე ცდილობენ და ეს გამოსდით კიდეც, რომ დაიცვან მართლწესრიგი და უზრუნველყონ ჩვენი უსაფრთხოება. ერთის მხრივ, მარტივი მოსასმენია, რომ მათ, საკუთარი სიცოცხლის ფასად ადამიანი გადაარჩინეს, ბავშვი გადაარჩინეს, მეორეს მხრივ კი უნდა გავიაზროთ, რამდენად დიდია ჩვენი გმირი პოლიციელების, მაშველების, 112-ის თანამშრომლების წვლილი და როლი იმაში, რომ ქვეყანა ფუნქციონირებდეს და ჰქონდეს ისეთი მართლწესრიგი, როგორიც ნამდვილად ეკადრება ჩვენს მოქალაქეებს" , - განაცხადა კახა კუჭავამ.