გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის
დეპარტამენტის თანამშრომლებმა იმერეთში ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 7 ფაქტი გამოავლინეს.
უკანონო ჭრა-ტრანსპორტირების 2 ფაქტია გამოვლენილი ჭიათურისა და თერჯოლის მუნიციპალიტეტებში. სოფელ რცხილათის მიმდებარე ტყეში, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა წიფლისა და რცხილის სახეობის 3 ერთეული ხე-მცენარე და მისგან მიღებულ ხე-მასალის უკანონო ტრანსპორტირება მოახდინა. სოფელ ჭოგნარში კი, მოქალაქემ უკანონოდ მოჭრა 3 ერთეული მუხის სახეობის ხე და ასევე უკანონოდ მოახდინა მისგან მიღებული ხე-მასალის ტრანსპორტირება.
ხე-ტყის უკანონო მოპოვების 5 ფაქტი კი გამოვლენილია საჩხერის, ხარაგაულის, ჭიათურისა და ბაღდათის მუნიციპალიტეტებში. მოქალაქეებმა, ტყის ფონდის ტერიტორიებზე, უკანონოდ 20 ერთეულამდე ფიჭვის, თხმელისა (მურყანი) და ალვის სახეობის ხე-მცენარე მოჭრეს.
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის დასავლეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა, აღნიშნულ სამართალდარღვევებზე ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შესახებ ოქმები შეადგინეს.
მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, შესაბამის უწყებებში გადაიგზავნება.