სასჯელაღსრულების რუსთავის #17-ე დაწესებულებაში 3 ათასი პატიმარი შიმშილობს. ამის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „ყოფილი
პოლიტპატიმრები ადამიანის უფლებებისთვის“ ხელმძღვანელმა ნანა კაკაბაძემ განაცხადა.
მისი განმარტებით, პატიმრები ამბობენ, რომ ციხეებში ჯალათები ჯერ კიდევ არიან და სასჯელაღსრულების მინისტრთან გიორგი ტუღუშთან შეხვედრას ითხოვენ.
მისი თქმით, ისინი ასევე მოითხოვენ სასწარფოდ გაიყვანილ იქნენ ციხიდან ის ადამიანები, რომლებიც მათზე ძალადობენ.
ნანა კაკაბაძის განცხადებით, ამის თაობაზე პატიმრები ფანჯრებიდან ატყობინებენ ნათესავებს და ასევე ადვოკატებს.

















