logo2
logo2
არქივი
« დეკემბერი 2024 »
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30 31
logo2
logo2
მებაჟე ოფიცრებმა ადგილწარმოშობის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენების ფაქტები გამოავლინეს
მებაჟე ოფიცრებმა ადგილწარმოშობის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების უკანონო გამოყენების ფაქტები გამოავლინეს
12:08 28.05.2021
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ, ბოლო 6 თვის მონაცემებით, საქართველოს საბაჟო ტერიტორიაზე ქართული გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენების რამდენიმე ფაქტი გამოვლინდა.

საბაჟო გამშვები პუნქტების - „სადახლო“-ს და „ნინოწმინდა“-ს გავლით სხვადასხვა ქვეყნის (უკრაინის, რუსეთის, ყაზახეთის, აშშ-ის) მიმართულებით მიმავალი ავტოსატრანსპორტო საშუალებები, ავტორიზებული რისკების მართვის სისტემის გამოყენებით, შემოწმებას დაექვემდებარა. მებაჟე ოფიცრების მიერ, საქონლისა და სატრანსპორტო საშუალებების დათვალიერების შედეგად აღმოჩნდა, რომ ალკოჰოლიანი სასმელების ბოთლების ეტიკეტებზე დატანილი იყო შემდეგი წარწერები - „КАХЕТ“ და „ARAZANI“ (43 632 ბოთლი), ასევე „Чача“ - „CHACHA“ (18 000 ერთეული), ხოლო 200 კილოგრამი ნუგბარის ეტიკეტი შეიცავდა დასახელებას - ,,ЧУРЧХЕЛА“.

გვინდა ხაზგასმით განვმარტოთ, რომ საქართველოს კანონმდებლობის თანახმად, აკრძალულია რეგისტრირებული ადგილწარმოშობის დასახელების ან გეოგრაფიული აღნიშვნის (,,კახეთი“, ,,ჭაჭა“, ,,ჩურჩხელა“ და ა.შ.) გამოყენება იმ პირის მიერ, რომელიც არ არის რეგისტრირებული აღნიშნული სახელის გამოყენების უფლების მქონე პირად. ამასთან, კანონით აკრძალულია საქონლის იმგვარად შეფუთვა ან წარმოდგენა, რომელსაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს მომხმარებელი.

აქვე აღვნიშნავთ, რომ ქართული წარმოების ღვინისა და სხვა ალკოჰოლიანი სასმელების კონკურენტუნარიანი ბაზრის განვითარებისა და მომხმარებელთა ინტერესების დაცვის მიზნით, ასევე ტრადიციული მეღვინეობის, როგორც კულტურულად და ეკონომიკურად პრიორიტეტული დარგის პოპულარიზაციისთვის, გეოგრაფიული აღნიშვნების, ადგილწარმოშობის დასახელებებისა და სასაქონლო ნიშნების შესაძლო უკანონო გამოყენება მკაცრ საბაჟო კონტროლს ექვემდებარება.

ზემოაღნიშნული სამართალდარღვევების შესახებ, საქმის მასალები შემდგომი რეაგირების მიზნით, გადაეცა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური

FaceBook Twitter Digg MySpace Delicious Google ელფოსტაბეჭდვა

ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
Pleas creat article
ინტერვიუ
საზოგადოებრივი მაუწყებლის რა ქონება გაასხვისა თამარ კინწურაშვილმა და რა ფასად - ჟურნალისტური მოკვლევა
13:52 23.10.2019
საზოგადოებრივი მაუწყებლის ყოფილი გენერალური დირექტორი, შემდგომში გიგა ბოკერიას
ინტერვიუ
ინტერვიუ სალომე ზურაბიშვილთან: დავით-გარეჯთან დაკავშირებით ზოგიერთი მხარის რეაქციები ძალიან გამიკვირდა
18:10 01.05.2019
ინტერვიუში საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში საკუთარ როლზე, მეზობელ
ინტერვიუ
აშშ - ნატოს წევრი თუ ნატოს „ხაზეინი“?-ინტერვიუ თურქ გენერალთან
13:38 20.04.2019
ყველამ კარგად იცის, თუ რა წონა აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს ნატოში და რა ძალას ფლობს ვაშინგტონი. ეს ყველაფერი
ინტერვიუ
ინტერვიუ ჰანს ბინენდაიკთან: ნატოში გაწევრიანება დღეს ან ხვალ არ მოხდება,თუმცა საქართველომ იმედი უნდა შეინარჩუნოს
13:25 20.04.2019
ნატომ თავისი არსებობის 70 წლის მანძილზე დროს გაუძლო და ისტორიაში ყველაზე წარმატებულ სამხედრო-პოლიტიკურ ალიანსად
ინტერვიუ
ალექსი პუშკოვი: როგორი პოლიტიკა უნდა გაატაროს მოსკოვმა პოსტსაბჭოთა სივრცეში
18:31 15.04.2019
გაზეთ „კომსომოლსკაია პრავდა“-ს კორესპონდენტი ალექსანდრე გამოვი რუსეთის ფედერაციის საბჭოს საინფორმაციო პოლიტიკის
ინტერვიუ
ინტერვიუ მიხეილ სააკაშვილთან: პირველ აპრილს უკრაინაში ჩასვლას ვგეგმავ, ბილეთიც ნაყიდი მაქვს
11:41 13.03.2019
უკრაინის ტელეკომპანია «Наш»-ის გადაცემაში «В гостьях у Дмитрия Гордона» ცნობილი უკრაინელი ჟურნალისტი
ინტერვიუ
ირანული გაზის ტრანზიტი სომხეთის გავლით: როგორი პოზიცია აქვს საქართველოს?
14:33 05.03.2019
ირანში სომხეთის პრემიერ-მინისტრის ნიკოლ ფაშინიანის ამასწინანდელი ვიზიტის დროს, პრეზიდენტ ჰასან რუჰანთან
ინტერვიუ
ინტერვიუ დევიდ სალვოსთან: ჩვენ ხელიდან გავუშვით შესაძლებლობა, რომ გვეპასუხა საქართველოში რუსეთის სამხედრო აგრესიისთვის
14:18 05.03.2019
როგორ ახდენს გავლენას კრემლის მიერ დაფინანსებული და მართული მედია 40-მდე სხვადასხვა ქვეყნის შიდა