შიდა ქართლში სკოლის დარაჯი 14 წლის ბიჭის მიმართ სექსუალური ძალადობის საქმეზე
დააკავეს.
ამდროსითვის სავარაუდო ფაქტთან დაკავშირებით საგამოძიებო მოქმედებები გრძელდება.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, სამართალდამცველებმა მოზარდი მშობლებთან ერთად დაკითხეს. არასრულწლოვნის ჩვენებით, დანაშაულში მხილებული 40 წლამდე ასაკის მამაკაცი სკოლაში დარაჯად მუშაობდა და მოზარდს სამი წლის განმავლობაში აუპატიურებდა.
პოლიციამ სქესობრივი დანაშაულის ბრალდებით მამაკაცი უკვე დააკავა, თუმცა მისი ოჯახის განცხადებით მამაკაცს ფსიქიკური პრომლემები აქვს.