მარნეულში მეზობლებს შორის მომხდარი შელაპარაკებისას ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით
მოკლეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაჭრილი მამაკაცი ადგილზევე გარდაიცვალა.
პოლიციამ ბრალდებული მალევე დააკავა. დანაშაული 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღვეთას ითვალისწინებს.