იტალიაში ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული ტაძარი გაძარცვეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, იტალიელი სამართალდამცავები ქართული ეკლესიის ძარცვის საქმეს ამ დრომდე იძიებენ. რომის პოლიცია ამ დროისთვის თავდამსხმელების ინდეტიფიცირებას ცდილობს.
ქართული ტაძრის წინამძღვარი დარწმუნებულია, რომ სამლოცველო ძარცვის მიზნით დაარბიეს და ვანდალიზმს ადგილი არ ჰქონია.
ტაძრიდან წაღებულია საღვთო ლიტურგიის ინვენტარი, მამა იოანეს ვარაუდით მათ ინვენტარი ოქროსი ეგონათ.
არქიმანდრიტი იოანე ხელაია ტაძარში ქართველების შეჭრას გამორიცხავს და ვარაუდობს, რომ ეკლესიაში უსახლკაროდ დარჩენილი ადამიანები შეიჭრნენ.