თბილისში ყაზბეგის გამზირზე სამი ავტომობილი ერთმანეთს შეეჯახა, რის შედეგადაც ერთ-ერთ
მსუბუქ ავტომობილს ცეცხლი გაუჩნდა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დამწვარია მერსედესის მარკის ავტომანქანა, შეჯახების შედეგად, კი რამდენიმე ადამიანი დაშავდა.
ავტოსაგზაო შემთხვევის სავარაუდო მიზეზი სიჩქარის გადაჭარბებაა.
საქმეზე გამოძიება საგზაო მოძრაობის წესების დარღვევის მუხლით მიმდინარეობს. შემთხვევის ადგილზე სამაშველო და სასწრაფო დახმარების ჯგუფებიც მუშაობდნენ.