თბილისში დიდ დიღომში, მირიან მეფის ქუჩაზე ახალგაზრდა მამაკაცი ცივი იარაღით მისმა
მეზობელმა დაჭრა.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, დაპირისპირებას წინ სიტყვიერი შელაპარაკება უძღვოდა.
დაშავებული კლინიკაში გადაიყვანეს.
მირიან მეფის ქუჩაზე საგამოძიებო მოქმედებები გვიანობამდე გაგრძელდა. საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით მიმდინარეობს. ოფიციალური ინფორმაციით მომხდარზე ერთი პირია დაკავებული.