სასჯელაღსრულების ახალი მინისტრის გიორგი ტუღუშის ბრძანებით, გლდანის საპყრობილეში ახალი ლეიბების პირველი პარტია შეიტანეს.
ახალი ლეიბებით მომარაგდება ეტაპობრივად სასჯეაღსრულების სხვა დაწესებულებებიც.
გიორგი ტუღუშმა გუშინდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ ციხეებში ლეიბების სერიოზული პრობლემაა.
ამასთან, ამ დროისთვის გლდანის ციხესთან პატიმრების ახლობლები ისევ იმყოფებიან, რომლებიც მსჯავრდებულთან პაემანზე საკუთარ რიგს ელოდებიან.
რიგგარეშე მოკლევადიან პაემანზე დარეგისტრირებულია 2 600-მდე მოქალაქე, 2 300-მა კი, პატიმარი უკვე მოინახულა.

















