გაფორმების ეკონომიკურ ზონაში „თბილისი", სამართალდარღვევის ფაქტი გამოვლინდა. კერძოდ, ერთ-ერთი
კომპანიის დეკლარანტის მიერ, წინასწარ დეკლარირებული იქნა ავტონაწილები და სარეკლამო საქონელი.
საბაჟო დეკლარაციას, რისკების მართვის პროგრამის ფარგლებში, წითელი დერეფანი განესაზღვრა და დაექვემდებარა შემოწმებას. ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის უფლებამოსილი პირის მიერ, განხორციელდა დეკლარაციის, თანმხლები დოკუმენტებისა და საქონლის ფიზიკური დათვალიერება. დეკლარირებულ და საქართველოს ეკონომიკურ საზღვარზე რეალურად შემოტანილ საქონელს შორის შეუსაბამობა - 22 882,16 ლარის ოდენობით დაფიქსირდა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.