საბერძნეთში მყოფი 36 წლის მამაკაცი რომელიც ახალგაზრდა ქალის მკვლელობასა და
ყაჩაღობაშია ეჭვმიტანილი დააკავეს.
"მთავარი არხის" ინფორმაციით, ბერძნული მედია წერს, რომ მამაკაცმა 20 წლის ქალი გაგუდა და ქვეყნის დატოვება ყალბი პასპორტით სცადა.
მომხდარს ეხმაურება საბერძნეთში მყოფი ერთ-ერთი ემიგრანტიც. მისი ინფორმაციით დაკავებული საქართველოს მოქალაქე ერთ-ერთია იმ 5 ყაჩაღიდან, რომელიც 7 მარტს ათენის განაპირა უბანში ახალგაზრდა ცოლ-ქმარს დაესხა თავს, ისინი დააყაჩაღა, 20 წლის ახლად ნამშობიარები დედა კი მეუღლისა და მისი შვილის თვალწინ გაგუდა. ამის შემდეგ დაჯგუფებამ ხანში შესული ცოლ-ქმარი გათოკა და დააყაჩაღა.
დამნაშავე თურქეთის საზღვარზე დნმ-ით იდენთიფიცირების საფუძველზე დააკავეს.