უფლებადამცველ დაჩი ცაგურიას და მასთან ერთად დაკავებულ ბექა ალადოშვილს სასამართლომ 10 დღიანი პატიმრობა შეუფარდა.
ცაგურია და მისი მეგობარი თბილისის საპატრულო პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამო დააკავა.
„BMW-ს მარკის ავტომობილის მძღოლმა ელბაქიძის ქუჩის მიმდებარე ტერიტორიაზე დაარღვია ავტომანქანით მოძრაობის წესები. წესების დარღვევის გამო საპატრულო პოლიციამ მძღოლს მოძრაობის შეჩერება მოსთხოვა, თუმცა, ის არ დაემორჩილა მოთხოვნებს და მოძრაობა განაგრძო. ამის შემდეგ საპატრულო პოლიციას ავტომობილის იძულებით გაჩერება მოუხდა. მძღოლი და მისი მგზავრი მოქალაქეები - დაჩი ცაგურია და ბექარ ალადოშვილი აგრესიულად იქცეოდნენ, მოთხოვნის მიუხედავად არ წარმოადგინეს საბუთები. მათ ფიზიკური და სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენეს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს“ - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.
ფაქტზე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 173-ე მუხლით საქმეა აღძრული.
დაკავებულებს 10 დღიანი პატიმრობა შეეფარდათ.

















