საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,წითელი ხიდი“, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის მებაჟე
ოფიცრებმა, არადეკლარირებული 16 500 000 რუსული რუბლის ( აღნიშნულმა თანხამ ეროვნული ბანკის სავალუტო გაცვლითი კურსის მიხედვით 760 996.5 ლარი შეადგინა) ქვეყნის საზღვარზე, უკანონო შემოტანის მცდელობის ფაქტი აღკვეთეს.
აზერბაიჯანის რესპუბლიკის მხიდან შემოსული, საქართველოს მოქალაქის ო.გ.-ის მართვის ქვეშ არსებული ავტოსანტრასპორტო საშუალების, ეჭვის საფუძველზე, დეტალური დათვალიერების შედეგად, სპეციალურად მოწყობილ სამალავში, დიდი ოდენობით არადეკლარირებული თანხა იქნა აღმოჩენილი.
საქართველოს საბაჟო კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სამართალდარღვევისთვის, აღნიშნულ პიროვნებას სანქციის სახით განესაზღვრა არადეკლარირებული თანხის ჩამორთმევა.